Thumbnail

ამერიკელი ჯაზ ბასისტი, გარი ფიქოქი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი ჯაზ ბასისტი, გარი ფიქოქი 85 წლის ასაკში ნიუ იორკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა დაადასტურა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

გარი ფიქოქი აიდაჰოს შტატში 1935 წელს დაიბადა. თავდაპირველად ის ფორტეპიანოსა და დრამზე უკრავდა, გერმანიაში ჯარში მსახურობის დროს კი ჯაზ ანსამბლში ბას გიტარას დაეუფლა. ლოს ანჯელესში დაბრუნების შემდეგ, 1950-იანი წლების ბოლოს მუსიკოსმა თავისი ერთ-ერთი პირველი კონცერტი ჩაატარა. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: კით ჯარეტი, ალბერტ ეილერი და ბილ ევანსი. მათთან ერთად ფიქოქს არაერთი ალბომი აქვს გამოშვებული. შემსრულებელმა განსაკუთრებული წარმატება სწორედ კით ჯარეტის ბენდში Standards Trio მოღვაწეობით მოიპოვა. 60-იან წლებში ფიქოქს ლეგენდარულ მუსიკოს მაილს დევისთან ერთადაც დაუკრავს. თავისი ბოლო სოლო ჩანაწერი Tangents მან 2017 წელს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული