Thumbnail

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ კოლექტივის Griselda დამფუძნებელმა, ელვინ ვორთიმ, ფსევდონიმით Westside Gunn, რომელიც ამჟამად ახალ ალბომზე WHO MADE THE SUNSHINE მუშაობს, ტვიტერზე 5 ფავორიტი ჰიპ ჰოპ არტისტი დაასახელა. ხუთივე მათგანი გაერთიანება "გრიზელდას" წევრია. საკუთარი თავის გარდა, ბუფალოელმა ემსიმ კოლეგები Benny The Butcher, Conway The Machine, Boldy James და Armani Caesar ჩამოთვალა.

მოუსმინეთ: Westside Gunn ალბომს FLYGOD Is An Awesome God II ავრცელებს

ნახეთ: Westside Gunn კლიპს Allah Sent Me ავრცელებს

ნახეთ: Griselda - Fire In The Booth

Griselda Records ვესთსაიდმა და ქანვეიმ 2014 წელს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში ჩამოაყალიბეს. ანდერგრაუნდ არტისტებმა 2016 წელს კოლექტივში მესამე წევრი, მათი ახლო მეგობარი Benny The Butcher აიყვანეს. თავდაპირველად რეპერები საკუთარ ნამუშევრებს თვითონვე ავრცელებდნენ, თუმცა, მათ მიმართ ინტერესის ზრდის შესაბამისად, "გრიზელდამ" 2017 წელს ემინემის ლეიბლთან Shady გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მათი ალბომების დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ერთი წლის შემდეგ, ჯგუფი კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანდა. 2019 წლის მიწურულს კოლეგებმა გაყიდვაში სადებიუტო კოლაბორაციული ალბომი WWCD ჩაუშვეს. 2020 წელს ვესთსაიდმა ლეიბლზე გამოცდილი დეტროიტელი ემსი, ბოლდი ჯეიმსი და ახალბედა ბუფალოელი შემსრულებელი, არმანი სეზარი გააწევრიანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული