Thumbnail

სელენა გომესი: მაკიაჟი ხაზს უსვამს იმას, რაც ადამიანში ისედაც ლამაზია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპვარსკვლავმა, სელენა გომესმა ჟურნალ Vogue-ის ვიდეოსერიების Beauty Secrets ფარგლებში თაყვანისმცემლებს კანის მოვლის საკუთარი მეთოდები გაუზიარა და კამერის წინაშე საღამოს მაკიაჟიც გაიკეთა.

BLACKPINK და სელენა გომესი სიმღერაზე Ice Cream შექმნილ ანიმაციურ კლიპს ავრცელებენ

ნახეთ: როგორ მოაწყო სელენა გომესმა ახალ სახლში მუსიკის ოთახი

სელენა გომესს მართვის მოწმობის ასაღებად 19 ცდა დასჭირდა

კანის გაწმენდა

"პირველ რიგში, სახეს ვიწმენდ, რისთვისაც კანის დამამშვიდებელ ქაფს ვიყენებ. ეს ნამდვილად მეხმარება, რადგან ლოყებზე მშრალი კანი მაქვს, შუბლის, ცხვირის და ნიკაპის მიდამოებში კი ცხიმიანი, რაც ძალიან გამაღიზიანებელია", - ამბობს სელენა.

კანის დატენიანება

"უპირატესობას Tatcha-ს პროდუქციას ვანიჭებ. როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, კანზე დიდად არ ვზრუნავდი. 7 წლიდან ვმუშაობ და მაკიაჟი სულ მეკეთა. ბოლო ორი წელია, რაც კანის მოვლას სერიოზულად მივუდექი, რადგან გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანია ის. როგორც ხედავთ, აკნე მაქვს, რომელიც ძირითადად T ზონაზე მაწუხებს", - აღნიშნა 28 წლის არტისტმა.

კანის დაცვა მზისგან

"შემდეგი ნაბიჯი Drunk Elephant-ის მზის სხივებისგან დამცავი საცხის გამოყენებაა. ის მხოლოდ იმიტომ კი არ მიყვარს, რომ კანს აცოცხლებს - ფერისჭამელების ქონის გამო მისი გამოყენება ძალიან მეხმარება. როცა შენს კანსა და სხეულზე ზრუნავ, ავტომატურად, გონება და სულიერი სამყაროც იწმინდება, რადგან ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში", - ამბობს მუსიკოსი.

ფუძე და კორექტორი

"სახეზე ტონალურის ფუძეს წერტილებად ვისვამ. შემდეგ კი მას ღრუბლით ვინაწილებ. სასურველი ფერის მისაღებად კორექტორის ორ - ღია და შედარებით მუქი ტონების კომბინაციას ვიყენებ. მაკიაჟი მუსიკაში ძალიან მეხმარება იმიჯის შესაქმნელად. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამოსი", - აღნიშნა მან.

გამაგრილებელი სპრეი

მას შემდეგ, რაც სელენამ მაკიაჟის კეთება დაასრულა, სახე გამაგრილებელი სპრეით დაინამა.

"ამ სპრეის გამოყენება მაკიაჟის ფიქსაციისთვისაც შეგიძლიათ და შემდეგაც მთელი დღის განმავლობაში. უბრალოდ, უნდა შეანჯღრიოთ და სახეზე შორიდან შეისხუროთ. ვფიქრობ, მაკიაჟი ხაზს უსვამს იმას, რაც ადამიანში ისედაც ლამაზია", - ამბობს მომღერალი.

სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული