Thumbnail

ემინემის კომპოზიცია და პაროდია, რომელმაც მაიკლ ჯექსონი გაანაწყენა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მაიკლ ჯექსონმა 2005 წელს ტელეწამყვან ჯერარდო რივერასთან ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა, რას ფიქრობდა დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ემინემის ნამუშევარზე Just Lose It, რომელშიც რეპერი მას, მადონას, MC Hammer-სა და სხვა ცნობილ ადამიანებს აშარჟებს. კომპოზიციის ტექსტში ის ჯექსონის წინააღმდეგ 2003 წელს წარდგენილ ბრალდებას ეხმაურება არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით, კლიპში კი მის პაროდიას აკეთებს.

ჯექსონის მცველს ჰკითხეს, ნამდვილად იყო თუ არა რანჩოში საიდუმლო ოთახი ბავშვებისთვის

რატომ იტირა მაიკლ ჯექსონმა Moonwalk-ის პირველად შესრულების შემდეგ

"მოდით, პაწაწუნებო, კალთაში ჩამისხედით.
გამოიცანით, ვინ დაბრუნდა ახალი რეპ ნამუშევრით.
რეპს იმას კი არ ვეძახი, რაზეც ბავშვთა გარყვნის ახალ საქმეშია საუბარი
ჰაჰ, არ იდარდოთ ამაზე.
მამიკოს ახალი სათამაშოებით სავსე ტომარა აქვს.
მეტი რა უნდა მექნა სკანდალის ასაგორებლად?
ყველაფერისთვის მიხლია ხელი პატარა ბიჭების გარდა.
ამით მაიკლს სუსტ წერტილზე კი არ ვარტყამ,
ეს უბრალო მეტაფორაა. მე ხომ შეშლილი ვარ", - რეპავს ემინემი.

Come here, little kiddies, on my lap
Guess who's back with a brand new rap?
And I don't mean "rap" as in a new case
Of child molestation accusations
Ah-ah-ah-ah-ah, no worries
Papa's got a brand new bag of toys
What else could I possibly do to make noise?
I done touched on everything but little boys
And that's not a stab at Michael
That's just a metaphor, I'm just psycho.

ჟურნალისტის კითხვას, რა რეაქცია ჰქონდა ემინემის ამ საქციელზე, მაიკლმა უპასუხა:

"ბატონ ემინემს არასდროს შემხვედრივარ. მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. ამიტომაც, ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ამ ნამუშევრის ხილვა. უნდა რცხვენოდეს, არასწორად მოიქცა. თითქმის მთელი ცხოვრებაა, მუსიკოსი ვარ, მაგრამ კოლეგებს თავს არასდროს დავსხმივარ. დიდი არტისტები ამას არ აკეთებენ".

ნახეთ: მაიკლ ჯექსონის სიმღერის They Don't Care About Us ახალი კლიპი გავრცელდა

რაც შეეხება კითხვას, როგორ უმკლავდებოდა ტაბლოიდებში მის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს, არტისტმა უპასუხა:

"ამას სენსაციაზე მონადირე ადამიანები აკეთებენ ყურადღების მისაქცევად. სამეცნიერო ფანტასტიკის ყურებას ჰგავს - ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, სიყალბეა. მე ვიცი, ვინც ვარ და სამწუხაროა, რომ ადამიანებს ასეთი სტატიების წაკითხვა და დაჯერება უწევთ. ვიცი, რომ სიმართლე გაირკვევა, მე სიმართლის მხარეს ვარ".

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ჯექსონი სასამართლომ წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნო.

Just Lose It თავდაპირველად რეპერის მეხუთე სტუდიური ნამუშევრის Encore სინგლის სახით გავრცელდა, შემდეგ კი მის კომპილაციურ ალბომში Curtain Call: The Hits მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული