Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა K-Ci & JoJo-ს კომპოზიცია All My Life დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ამერიკული არენბი დუეტის, K-Ci & JoJo-ს კომპოზიცია All My Life დააქავერა. მუსიკოსმა ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულ ტრეკს ფორტეპიანოზე ასრულებს.

ფოტოგალერეა: ჯასტინ ბიბერი ცოლთან, ჰეილი ბოლდუინთან ერთად მოინათლა

მოუსმინეთ: ჯასტინ ბიბერი ტრეკის Whats Poppin რემიქსში რეპავს

სიმღერები, რომლებიც ჯასტინ ბიბერმა სელენა გომესს მიუძღვნა

კომპოზიციის თავდაპირველი ვერსია K-Ci & JoJo-ს სადებიუტო ალბომში Love Always არის წარმოდგენილი, რომელიც 1997 წელს გამოიცა. ტრეკმა აშშ-სა და ავსტრალიაში პლატინის, ხოლო შვედეთში ოქროს სტატუსი მოიპოვა. ნამუშევარმა Billboard Hot 100-შიც წამყვანი პოზიცია დაიკავა.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა: Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული