Thumbnail

ნახეთ: ფიბი ბრიჯერსმა და არლო პარკსმა Radiohead-ის Fake Plastic Trees შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი არტისტი, ფიბი ბრიჯერსი ლონდონელ მუსიკოსთან და პოეტთან, არლო პარკსთან ერთად BBC Radio 1-ის გადაცემას Piano Sessions ესტუმრა. შემსრულებლებმა ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Radiohead კომპოზიცია Fake Plastic Trees და ფიბის სინგლი Kyoto შეასრულეს.

ნახეთ: Phoebe Bridgers - I See You

ნახეთ: Arlo Parks - Hurt

Fake Plastic Trees ტომ იორკმა 1995 წელს გაავრცელა. სინგლი "რედიოჰედის" რიგით მეორე ალბომში The Bends შედის, რომელიც გაყიდვაში ამავე წელს ჩაეშვა.

ფიბიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. არტისტს ამ დრომდე ერთი სტუდიური ალბომი Stranger in the Alps აქვს გამოშვებული. მისი ცნობილი კომპოზიციებია Motion Sickness და Funeral.

კომენტარები

ბოლოს დამატებული