Thumbnail

ბრიტნი სპირსი: მუდმივად კითხვებია - რამ დააბერა ასე? რატომაა ასეთი გამხდარი?

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი ახალ კომპოზიციებს იშვიათად უშვებს, თუმცა, სოციალურ ქსელებში კვლავინდებურად აქტიურობს. 38 წლის მომღერალმა ახლახან ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომლის აღწერის ველშიც ჰოლივუდში ცხოვრების სირთულეებზე ისაუბრა.

ნახეთ: ბრიტნი სპირსის სახლი 6,8 მილიონ დოლარად იყიდება

ნახეთ: ბრიტნი სპირსი ბილი აილიშის ჰიტზე Bury a Friend ცეკვავს

"პირველად ცხოვრებაში ძალიან ცოტა მაკიაჟს ვატარებ. ამ ვიდეოში ჩემი სახის კანს ახლო ხედით ხედავთ, რაც ძალიან მაშინებს. ჭორფლებსაც კი შეამჩნევთ. შეიძლება, ითქვას, რომ ჰოლივუდში გაზრდა ძალიან რთულია. აქ დიდი ყურადღება ექცევა, როგორ გამოიყურები. მედია ჩასაფრებულია: "რამ დააბერა ასე?", "რატომ გამოიყურება ასე ახალგაზრდულად?", "რატომაა ასეთი გამხდარი?" ანდა "ასეთი სქელი რატოა?". როგორც სელენა გომესი ამბობს, სამყარო აუტანელია. ეს ყველაფერი სიკეთით უნდა დავამარცხოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, მიყვარხართ", - წერს ბრიტნი.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული