Thumbnail

ნახეთ: Jhené Aiko კლიპს Speak ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ალტერნატიული არენბისა და ნეო სოულის შემსრულებელი, ჯენეი აიკო მსმენელს კომპოზიციაზე Speak გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ტრეკი მუსიკოსის 2020 წლის ალბომის Chilombo სინგლია.

მოუსმინეთ: Jhené Aiko ალბომს Chilombo ავრცელებს

ნახეთ: Jhené Aiko - Summer 2020

ნახეთ: Jhené Aiko და Ab-Soul კლიპში One Way St.

ჯენეი აიკომ მუსიკალური მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ არენბი ჯგუფ B2K-სთან თანამშრომლობით გაიცნო. 2003 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი My Name Is Jhené დააანონსა, თუმცა, ჩანაწერი არასდროს გამოსულა. ამის შემდეგ აიკო მუსიკას ჩამოშორდა და უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მომღერალი მუსიკალურ კარიერას 2011 წელს მიქსტეიპით Sailing Soul(s) დაუბრუნდა. არენბი შემსრულებელს სამი სტუდიური ალბომი, EP და რეპერ ბიგ შონთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციული სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული