Thumbnail

მოუსმინეთ: Kaytranada ალბომის Bubba ინსტრუმენტულ ვერსიას ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელმა პროდიუსერმა, ქეითრანადამ თავისი ბოლო ალბომის Bubba ინსტრუმენტული ვერსია გამოაქვეყნა. მუსიკოსის სტუდიური ნამუშევარი 16 კომპოზიციას აერთიანებს. ჩანაწერი ცნობილი ლეიბლის RCA Records მხარდაჭერით გამოიცა.

მოუსმინეთ: KAYTRANADA - Look Easy Ft. Lucky Daye

ნახეთ: Kaytranada და Masego კლიპს Need It ავრცელებენ

ნახეთ: Kaytranada და Kali Uchis კომპოზიციის "10%" კლიპს ავრცელებენ

ქეითრანადამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი "99.9%" გაყიდვაში 2016 წელს ჩაეშვა. 3 წლის შემდეგ კანადელი პროდიუსერი მსმენელს ახალი სტუდიური ნამუშევრით Bubba დაუბრუნდა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მუსიკალური კარიერის განმავლობაში არტისტმა ისეთ შემსრულებლებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Beyonce, Rihanna, Missy Elliott, Mobb Deep, Busta Rhymes, The Roots, Talib Kweli და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული