Thumbnail

ნახეთ: Rihanna სკუტერიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გამოცემა TMZ-მ ექსკლუზიური კადრები გაავრცელა, რომელშიც პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა კალიფორნიის საკურორტო ქალაქ სანტა მონიკაში, ჯორჯო ბალდის რესტორნის სიახლოვეს არის აღბეჭდილი. ავტომობილში მჯდომ მუსიკოსს სახეზე დაზიანებები აღენიშნება. როგორც რირის წარმომადგენლებმა განმარტეს, ის გასულ კვირას ელექტრო სკუტერიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავდა.

ნახეთ: რიანა საუბრობს, როგორ უვლის კანს დაძინებამდე

A$AP Rocky-მ წითელი ხალიჩებიდან Rihanna-ს საუკეთესო ჩაცმულობა გამოარჩია

Rihanna: ჩემი ახალი ალბომი იმედს არ გაგიცრუებთ

"გასულ კვირას რიანა ელექტრო სკუტერიდან გადმოვარდა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიიღო. ახლა ის თავს უკვე კარგად გრძნობს. საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმები არ მიუღია", - განუცხადა არტისტის წარმომადგენელმა გამოცემას People.

მანამ მომღერლის წარმომადგენლები ოფიციალურ განმარტებას გააკეთებდნენ, ინტერნეტში გავრცელებულ ფოტომასალას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა. ზოგი იმასაც ეჭვობდა, რომ რირი ნაცემი იყო. ტვიტერის მომხმარებელთა ნაწილმა დაწერა, რომ ეს შესაძლოა, ძველი სურათები ყოფილიყო, რომლებზეც არტისტი ყოფილი შეყვარებულის, მუსიკოს კრის ბრაუნის მიერ მიყენებული დაზიანებებით იყო აღბეჭდილი.

"რა ჯანდაბა სჭირს რიანას სახეზე? ვინ სცემა ასე, რა ხდება?".

"როგორც ჩანს, ხალხი რიანას ჩალურჯებული სახის ძველ ფოტოებს ავრცელებს, რომ ფეიქ ნიუსები შექმნან".

"მგონი, ვიღაცამ რირის ძველი სურათები ატვირთა, ზოგს კი ახლები ეგონა და ერთი ამბავი ატყდა".

"ვაჰ, რიანას თვალისა და სახის არეში აქვს ჩალუჯებები. ჯანდაბა".

"ახალი ფოტოებია, მის მცველს დამცავი ნიღაბი უკეთია", - წერდნენ ტვიტერზე.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებების, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების დამაარსებელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული