Thumbnail

ნახეთ: RMR და Westside Gunn კლიპში WELFARE

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალბედა მუსიკოსმა RMR, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ასაჯაროებს, მსმენელს კომპოზიციაზე WELFARE გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. კალიფორნიელი არტისტის ჩანაწერში ბუფალოელი ემსი Westside Gunn მონაწილეობს. ტრეკი რუმორის სადებიუტო სტუდიურ ნამუშევარში DRUG DEALING IS A LOST ART არის წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: RMR რვატრეკიან ჩანაწერს DRUG DEALING IS A LOST ART ავრცელებს

ნახეთ: RMR, Future და Lil Baby კლიპში DEALER

RMR ახალბედა მუსიკოსია, რომლის შემოქმედებაც თრეფის, ქანთრის, პოპისა და არენბის სინთეზია. არტისტი მსმენელმა მიმდინარე წელს გავრცელებული კომპოზიციით Rascal გაიცნო, რომელშიც მან სახელოვანი ქანთრი მომღერლის Rascal Flatts ტრეკის Bless The Broken სემპლი გამოიყენა. ანონიმი შემსრულებლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის 24 წლის გახლავთ და მსხვილი ლეიბლის Warner Music Group ქვეშ მოღვაწეობს. 2020 წლის ივნისში არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით DRUG DEALING IS A LOST ART გამოაქვეყნა. გამოცემასთან The FADER ინტერვიუში მუსიკოსმა აღნიშნა, რომ მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს კოლეგებმა: Toby Keith, Gary LeVox, Jason Aldean, Blink-182, The 1975, John Mayer, Kanye West, Drake და Jay-Z.

კომენტარები

ბოლოს დამატებული