Thumbnail

ნახეთ: ბიგ შონი და ტრევის სკოტი კლიპში Lithuania

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა დეტროიტელმა რეპერმა, შონ მაიკლ ლეონარდმა, ფსევდონიმით Big Sean, ახალგავრცელებული ალბომის 'Detroit 2' პრომოუშენის ფარგლებში, სინგლზე Lithuania გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. შონის ჩანაწერში თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მუსიკოსი, ტრევის სკოტი მონაწილეობს, რომელმაც მაიკლთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ტრეკის პროდიუსერი ორი გრემის მფლობელი კალიფორნიელი Hit-Boy გახლავთ.

მოუსმინეთ: ბიგ შონმა ახალი ალბომი 'Detroit 2' გამოუშვა

ნახეთ: Big Sean - Harder Than My Demons

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. 2017 წლის მიწურულს მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივ ნამუშევარზე Double Or Nothing ითანამშრომლეს, რომელმაც მსმენელის მოწონება დაიმსახურა. დღეისთვის ბიგ შონის დისკოგრაფიაში 5 სოლო ალბომი ერთიანდება. ბოლო მათგანი 'Detroit 2' შემსრულებელმა სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული