Thumbnail

მოუსმინეთ: ემინემი და სხვა დეტროიტელი რეპერები ბიგ შონის ტრეკში Friday Night Cypher

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

4 სექტემბერს გაყიდვაში თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, შონ მაიკლ ლეონარდის, ფსევდონიმით Big Sean, ალბომი 'Detroit 2' ჩაეშვა. სტუდიური ნამუშევრიდან, რომელიც დეტროიტელმა რეპერმა სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გაავრცელა, თაყვანისმცემლების განსაკუთრებული ყურადღება კომპოზიციამ Friday Night Cypher დაიმსახურა. ჩანაწერი საიფერის ფორმატისაა და მასში მხოლოდ დეტროიტელი მუსიკოსები, მათ შორის Eminem, Royce Da 5'9", Tee Grizzly, Boldy James, 42 Dugg, Saba Baby, Kash Doll, Cash Kidd, Payroll და Drego მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: ბიგ შონმა ახალი ალბომი 'Detroit 2' გამოუშვა

ნახეთ: Big Sean - Harder Than My Demons

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. მას შემდეგ, რეპერმა კიდევ 3 კომერციულად წარმატებული სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. 2017 წლის მიწურულს კი მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივ ნამუშევარზე Double Or Nothing ითანამშრომლეს. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული