Thumbnail

ნახეთ: 50 Cent ემინემისგან მიღებულ ბოლო მესიჯს კითხულობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გავლენიანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, ბლოგ Thisis50-თან ვიდეოინტერვიუში თავის დეტროიტელ კოლეგაზე, ემინემზე ისაუბრა. მისი თქმით, ემინემი მას მოულოდნელად უცნაურ მესიჯებს სწერს ხოლმე. უკანასკნელი მათგანი მან იქვე ამოიკითხა.

Eminem: რთულ მომენტებში 50 Cent მუდამ მხარში მედგა

50 Cent: ემინემი მსოფლიოში საუკეთესო რეპერია

"დღესდღეობით უეცრად გამოჩნდება ხოლმე და უცნაურ შეტყობინებებს მიგზავნის. ამას წინათ მომწერა, ტრეკში The Woo რომ გარეპე "როდის აპირებ, იფრინო მხოლოდ ჩემთან ერთად, რათა შენს **** დავეშვა" (When you gon’ fly me in private, so I can land on that d**k?), რა ჯანდაბაა? მაგ სიტყვებს ქალი უნდა ამბობდეს და მაგარი მოსასმენი იქნებოდაო. ამ მესიჯმა ჩემი დღე გაახალისა. თან მოულოდნელი იყო, ხომ ხვდებით. ემინემი ყოველთვის მეყვარება, ჩემი ბიჭია", - აღნიშნა 50 Cent-მა.

კომპოზიცია The Woo ჰიპ ჰოპ არტისტ Pop Smoke-ის სადებიუტო ალბომში Shoot for the Stars, Aim for the Moon არის წარმოდგენილი. ჩანაწერში 50 Cent-ის გარდა, კალიფორნიელი მუსიკოსი Roddy Ricch მონაწილეობს.

50 Cent-სა და ემინემს წარსულში არაერთხელ უთანამშრომლიათ. კურტისის წარმატებულ კარიერაში დიდი წვლილი სწორედ დეტროიტელს და დოქტორ დრეს მიუძღვით. მან ემინემის ყურადღება 2002 წელს გავრცელებული კომპილაციური ნამუშევრით Guess Who's Back? მიიქცია. შემდეგ კი საქმეში "ექიმიც" ჩაერთო, რომელიც ბრილიანტის სტატუსის მფლობელი სადებიუტო ალბომის Get Rich Or Die Tryin' პროდიუსერად მოგვევლინა. 50 Cent-ისა და ემინემის ერთობლივი პოპულარული კომპოზიციებია You Don`t Know და My Life.

კომენტარები

ბოლოს დამატებული