Thumbnail

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, ახალი კომპოზიცია Down და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ცნობილი დასავლელი რეპერის ჩანაწერში მისი ახალბედა კოლეგა Mulatto მონაწილეობს. კლუბური ბენგერისთვის დამახასიათებელი ჟღერადობის ინსტრუმენტალის ავტორები Extendo Beats და Dupri არიან.

მოუსმინეთ: G-Eazy პოპ როკ ალბომს Everything's Strange Here ავრცელებს

ნახეთ: G-Eazy-მ დევიდ ბოუის კომპოზიციის Lazarus ქავერ ვერსიაზე კლიპი გადაიღო

ნახეთ: G-Eazy - Nostalgia Cycle

კლიპის შთაგონება 1999 წლის ცნობილი კომედიური ფილმი Deuce Bigalow: Male Gigolo გახლავთ.

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. 2020 წელს კალიფორნიელმა მუსიკოსმა ექსპერიმენტს მიმართა და პოპ როკით შთაგონებული ალბომი Everything's Strange Here გამოუშვა, რომელმაც თაყვანისმცემლების მოწონება ვერ დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული