Thumbnail

მოუსმინეთ: ბიგ შონმა ახალი ალბომი 'Detroit 2' გამოუშვა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ცნობილმა დეტროიტელმა რეპერმა, შონ მაიკლ ლეონარდმა, ფსევდონიმით Big Sean, გაყიდვაში ახალი ალბომი 'Detroit 2' ჩაუშვა, რომელიც 21 კომპოზიციას აერთიანებს. ჰიპ ჰოპ არტისტის რიგით მეხუთე სტუდიურ ჩანაწერში მისი არაერთი სახელოვანი თუ ახალგაზრდა კოლეგა, მათ შორის Diddy, Eminem, Jhené Aiko, Lil Wayne, Nipsey Hussle, Post Malone, Royce Da 5'9", Travis Scott, Ty Dolla Sign, Wale, 42 Dugg, Anderson .Paak, Boldy James, და Young Thug მონაწილეობენ. ნამუშევრის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი ორი გრემის მფლობელი კალიფორნიელი მუსიკოსი Hit-Boy გახლავთ.

ნახეთ: Big Sean - Harder Than My Demons

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. მას შემდეგ, რეპერმა კიდევ 3 კომერციულად წარმატებული სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. 2017 წლის მიწურულს კი მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივ ნამუშევარზე Double Or Nothing ითანამშრომლეს. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული