Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთის უცნობი კლიპი კიმ კარდაშიანისა და კაილი ჯენერის მონაწილეობით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

რეჟისორი ელი რასელ ლინეზი, რომელიც გავლენიანი ჩიკაგოელი რეპერის, ქანიე ვესთის კლიპების Famous და Fade ავტორია, ინსტაგრამზე ქანიესა და პოპულარული კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Tyga-ს ერთობლივ კომპოზიციაზე Feel Me გადაღებულ აქამდე უცნობ ვიდეორგოლს ავრცელებს. მასში ვესთის ცოლი, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მისი და, მილიარდერი კაილი ჯენერი მონაწილეობენ, რომელიც წარსულში თაიგას შეყვარებული იყო.

მოუსმინეთ: Kanye West - Donda

ნახეთ: Tyga - Ibiza

"ეს კლიპი მე გადავიღე სამი წლის წინ. ის დღემდე არავის უნახავს", - დაწერა რეჟისორმა ინსტაგრამზე ვიდეორგოლის გაზიარებისას.

View this post on Instagram

#kimkardashian #kyliejenner #feelme

A post shared by eli russell linnetz (@elirusselllinnetz) on

მუსიკოსების კოლაბორაციული ნამუშევარი 2017 წელს გავრცელდა. ის თაიგას რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომში BitchImTheShit2 არის წარმოდგენილი. ჩანაწერის ერთ-ერთი პროდიუსერი ქანიე ვესთია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული