Thumbnail

ნახეთ: სნუპ დოგმა ჯინი INDOGGO გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სნუპ დოგმა, ალკოჰოლური სასმლის მწარმოებელი კომპანიის Trusted Spirits თანადამფუძნებელ კინან თაუნსთან თანამშრომლობით, ჯინი სახელწოდებით INDOGGO შექმნა. როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, სასმლის გამოშვების იდეა თავისმა ჰიტმა Gin And Juice შთააგონა.

ნახეთ: Snoop Dogg - Nipsey Blue

Snoop Dogg: თუ განაწყენდით, რომ ემინემი ჩემი ფავორიტი არაა, არა უშავს, გადაიტანთ

"მოუთმენლად ველი, როდის გასინჯავს მსოფლიო ჩემს ახალ ჯინს. 1994 წელს კომპოზიცია Gin And Juice პოზიტიური შეგრძნებებისა და რეალური გამოცდილებების შესახებ დავწერე. მოგვიანებით კი ის მსოფლიო ჰიმნად იქცა", - ამბობს სნუპი.

ალკოჰოლური სასმლის გაყიდვა აშშ-ში ოქტომბერში დაიწყება. ჯინის ღირებულება 30 დოლარს შეადგენს.

სნუპმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აღიარებული ალბომით Doggystyle დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული