Thumbnail

მუსიკოსები ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანების ოცეულში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბიზნესჟურნალმა Forbes მიმდინარე წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანები დაასახელა. მსახიობების, ტელევარსკვლავების, სპორტსმენებისა და გასართობი ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების ოცეულში რამდენიმე მუსიკოსიც მოხვდა. მათ შორის ყველაზე მაღალი პოზიცია, მეორე ადგილი გავლენიან ჰიპ ჰოპ შემსრულებელს, ქანიე ვესთს ერგო, რომელმაც საანგარიშო პერიოდში საკუთარი კაპიტალი 170 მილიონი დოლარით გაზარდა. როგორც გამოცემა წერს, წელს ქანიემ ყველაზე მეტი თანხა ფეხსაცმლის ხაზის Yeezy გაყიდვებიდან გამოიმუშავა, რის შედეგადაც აპრილში "ფორბსისგან" ოფიციალურად მიიღო მილიარდერის წოდება.

ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანების ოცეული ასეთია:

20. Jonas Brothers (68.5 მლნ)
19. Gordon Ramsay (70 მლნ)
18. Ryan Reynolds (71.5 მლნ)
17. Ariana Grande (72 მლნ)
16. Stephen Curry (74.4 მლნ)
15. James Patterson (80 მლნ)
14. Elton John (81 მლნ)
13. Bill Simmons (82.5 მლნ)
12. Ellen DeGeneres (84 მლნ)
11. Rush Limbaugh (85 მლნ)
10. Dwayne Johnson (87.5 მლნ)
9. LeBron James (88.2 მლნ)
8. Howard Stern (90 მლნ)
7. Neymar (95.5 მლნ)
6. Tyler Perry (97 მლნ)
5. Lionel Messi (104 მლნ)
4. Cristiano Ronaldo (105 მლნ)
3. Roger Federer (106.3 მლნ)
2. Kanye West (170 მლნ)
1. Kylie Jenner (590 მლნ)

კომენტარები

ბოლოს დამატებული