Thumbnail

50 Cent: მინდა, G-Unit საერთოდ დავივიწყო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2000-იანი წლების ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი გაერთიანების G-Unit დამფუძნებელი, გავლენიანი ნიუ იორკელი რეპერი, კურტის ჯექსონი, ფსევდონიმით 50 Cent, ამავე კოლექტივის წევრს, DJ Whoo Kid-ს ონლაინ, ვიდეოთვალის საშუალებით ესაუბრა. მეგობრებმა არაერთი საინტერესო საკითხი, მათ შორის "ჯი-იუნითის" შესახებ დოკუმენტური ფილმის შექმნის პერსპექტივა განიხილეს.

50 Cent: ლოიდ ბენქსმა და ტონი იეიომ კარიერა არასწორად წარმართეს

"ჯი-იუნითის" მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება ჩემს ინტერესებში არ შედის. მინდა, ეს კოლექტივი საერთოდ დავივიწყო. შეხედეთ ქენდრიქს, ის თავის ბიჭებს სცენაზე გასვლის უფლებასაც კი არ აძლევს. მეც ეგრე უნდა მოვქცეულიყავი. პერფორმანსისთვის 30 კაცი არაა საჭირო", - განაცხადა კურტისმა.

G-Unit ნიუ იორკში, 1999 წლის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მასში ბავშვობის მეგობრები, კურტის ჯექსონი, ლოიდ ბენქსი და ტონი იეიო ერთიანდებოდნენ. მოგვიანებით მათ რიგებს სამხრეთელი რეპერი, იანგ ბაქი შეუერთდა. 2014 წელს ჯგუფს კიდევ ერთი შემსრულებელი, ქიდ ქიდი დაემატა.

კოლექტივი 2000-იანი წლების ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მათ სახელს ჟანრში მიქსტეიპების კულტურის პოპულარიზაცია და ახალ საფეხურზე აყვანა უკავშირდება. სხვადასხვა ჩანაწერებთან ერთად, კოლექტივის დისკოგრაფიაში 43 მიქსტეიპი ერთიანდება. მსმენელის განსაკუთრებული მოწონება პირველმა სამმა ნამუშევარმა: 50 Cent Is The Future, No Mercy, No Fear და God's Plan დაიმსახურა.

2003 წელს გაყიდვაში ჯგუფის სადებიუტო და ყველაზე წარმატებული ალბომი Beg For Mercy ჩაეშვა. სტუდიურ ჩანაწერს წინ არაერთი პოპულარული სინგლი უძღვოდა. მის შექმნაში მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა და გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Sha Money XL, Eminem, Dr. Dre, Scott Storch, Hi-Tek და No I.D. ნამუშევარმა მსმენელისგან დიდი მოწონება, ხოლო მუსიკალური კრიტიკოსებისგან აღიარება დაიმსახურა. დღეისთვის, მსოფლიო მასშტაბით, ჩანაწერის 6 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

ამის შემდეგ ჯგუფმა მეორე და უკანასკნელი ნამუშევარი T·O·S (Terminate On Sight), ორი EP და კურტისის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმის Get Rich Or Die Tryin' საუნდტრეკების ალბომი გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული