Thumbnail

ნახეთ: ელვის პრესლის სახლ-მუზეუმი დააზიანეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

შტატ მისისიპის ქალაქ მემფისში ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ელვის პრესლის სახლ-მუზეუმი დააზიანეს. შენობის გალავანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, აფროამერიკელთა უფლებების დაცვისთვის მებრძოლმა აქტივისტებმა დაწერეს Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე ღირებულია), Defund the Police (აღარ დააფინანსოთ პოლიცია), Fuck Racism (არა რასიზმს) და სხვა სლოგანები.

რატომ სთხოვა ელვის პრესლიმ რიჩარდ ნიქსონს საიდუმლო აგენტობა

სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებით, ვანდალებმა გალავანზე სხვადასხვა დროს მუსიკოსის თაყვანისმცემლების მიერ დაწერილი ფრაზები გაანადგურეს.

ამ შენობაში ელვის პრესლი სიცოცხლის ბოლომდე, 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მუზეუმის სახე კი ნაგებობამ 1982 წელს მიიღო.

"დილას გავიგეთ მომხდარის შესახებ. ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა, მომხდარიყო. შოკირებულები ვართ", - ამბობს ელვისის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას დანაშაულის უკან. სოციალურ ქსელებში ვარაუდობენ, რომ დამნაშავეები აქტივისტები არ არიან და მომხდარი მოძრაობის Black Lives Matter დისკრედიტაციას ემსახურება.

ელვის პრესლი მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can't Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული