Thumbnail

BLACKPINK და სელენა გომესი სიმღერაზე Ice Cream შექმნილ ანიმაციურ კლიპს ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BLACKPINK ამერიკელ პოპვარსკვლავ სელენა გომესთან ერთად ჩაწერილ კომპოზიციაზე Ice Cream შექმნილი კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც კოლექტივის წევრებისა და სელენას ანიმირებული პერსონაჟები მონაწილეობენ.

BTS-მა BLACKPINK-ის რეკორდი მოხსნა

გოგონების მსგავსი 3D გამოსახულებები კომპანია Naver Corporation-ის აპლიკაციის ZEPETO საშუალებით შეიქმნა.

სელენა გომესისა და "ბლექფინქის" პირველი ერთობლივი ნამუშევარი 28 აგვისტოს გავრცელდა. ჩანაწერი სამხრეთკორეული კოლექტივის სადებიუტო სტუდიურ ალბომში BLACKPINK: The Album შევა, რომელიც გაყიდვაში 2 ოქტომბერს ჩაეშვება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული