Thumbnail

დეტროიტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შონ მაიკლ ლეონარდმა, ფსევდონიმით Big Sean, მომავალი ალბომის 'Detroit 2' პრომოუშენის ფარგლებში, ახალი სინგლი Harder Than My Demons და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კომპოზიციის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Mike WiLL Made-It გახლავთ. შონის სტუდიური ნამუშევარი 4 სექტემბერს გამოიცემა.

მოუსმინეთ: Big Sean x Nipsey Hussle - Deep Reverence

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. მას შემდეგ, რეპერმა კიდევ 3 კომერციულად წარმატებული სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. 2017 წლის მიწურულს კი მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივ ნამუშევარზე Double Or Nothing ითანამშრომლეს. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული