Thumbnail

ნიუ იორკში ყოველწლიური ცერემონია MTV Video Music Awards გაიმართა. ეს პირველი მასშტაბური მუსიკალური დაჯილდოება იყო, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდა.

► ნახეთ: 2020 წლის MTV Video Music Awards-ის გამარჯვებულები

უსაფრთხოების ნორმების გამო, ვარსკვლავებს ჟურნალისტებთან, ფოტოგრაფებთან და აუდიტორიასთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონიათ, რის გამოც მათი უმეტესობა წითელ ხალიჩაზე პირბადის გარეშე გამოჩნდა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც დამცავი ნიღბების ტარებით თაყვანისმცემლებისთვის მაგალითის მიცემა გადაწყვიტეს.

Lady Gaga

ლედი გაგამ არჩევანი Area-ს ვერცხლისფერ კაბაზე შეაჩერა, რომელსაც Muscarella-ს გამჭვირვალე ჩაფხუტი და Pleasers-ს მაღალძირიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

Miley Cyrus

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა Mugler-ის გამჭვირვალე კაბა და ხელთათმანები მოირგო.

The Weeknd

უიქენდი წითელ ხალიჩაზე იმავე სამოსითა და გრიმით გამოჩნდა, რომლითაც წლის საუკეთესო კლიპის ნომინაციაში გამარჯვებულ Blinding Lights-ში არის გადაღებული.  

Maluma

კოლუმბიელმა პოპვარსკვლავმა, მალუმამ არჩევანი Versace-ს შავ კოსტიუმზე შეაჩერა.

Machine Gun Kelly

კლივლენდელი მუსიკოსი, მეშინ გან ქელი დაჯილდოების ცერემონიისთვის ვარდისფერ სამოსში გამოეწყო. 

Jaden Smith

ახალგაზრდა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეიდენ სმიტმა კი ჭრელი ქურთუკი და ჯინსის შარვალი მოირგო.

Keke Palmer

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი წითელ ხალიჩაზე ჭრელი პერანგითა და სპორტული შარვლით წარდგა. გოგონამ სამოსს Gucci-ის სლაიდები შეუხამა.

Travis Barker

ცნობილი პანკ ჯგუფის Blink-182 დრამერი იმ მუსიკოსთა შორის იყო, რომლებმაც კამერების წინაშე პირბადით გამოჩენა არჩიეს. 

Bebe Rexha

ამერიკელი მუსიკოსის, ბიბი რექსას სამოსზე ბრენდმა LionneClothing იზრუნა.

Doja Cat

პოპულარულმა კალიფორნიელმა არტისტმა დაჯილდოების ცერემონიაზე Versace-ს კაბა მოიხდინა.

DaBaby

წითელ ხალიჩაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონათან კირკიც გამოჩნდა.

Black Eyed Peas

პოპულარული ამერიკული ჰიპ ჰოპ კოლექტივის წევრებმა საკუთარ პერფორმანსამდე წითელ ხალიჩაზეც გაისეირნეს. 

Jabbawockeez

ამერიკული საცეკვაო ჰიპ ჰოპ კოლექტივის წევრები კამერების წინაშე ტრადიციულად ნიღბებით გამოჩდნენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული