Thumbnail

გთავაზობთ 2020 წლის აგვისტოში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახე სრული ფლეილისტი

10. Conway the Machine - Lemon ft. Method Man

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა Conway the Machine ახალი კომპოზიცია Lemon გაავრცელა. ჩანაწერში ლეგენდარული კოლექტივის Wu-Tang Clan ერთ-ერთი ლიდერი, ვეტერანი რეპერი Method Man მონაწილეობს, პროდიუსერები კი Daringer და Beat Butcha არიან. 

9. Future Islands - Thrill

ამერიკულმა ჯგუფმა Future Islands ახალი კომპოზიცია Thrill და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერი ბენდის მომავალ ალბომში As Long as You Are იქნება წარმოდგენილი, რომელიც 9 ოქტომბერს გამოიცემა. ვიდეორგოლის რეჟისორი თავად კოლექტივის ფრონტმენი, სამუელ ჰერინგი გახლავთ.

8. Tropical Fuck Storm - Legal Ghost

ავსტრალიურმა ჯგუფმა Tropical Fuck Storm ახალი კომპოზიცია Legal Ghost გამოუშვა. ტრეკი ბენდის მომავალ ალბომში Legal Ghost 7 იქნება წარმოდგენილი, რომელიც 11 სექტემბერს გამოიცემა.

7. Jónsi - Cannibal ft. Elizabeth Fraser

ისლანდიური ჯგუფის Sigur Rós ფრონტმენმა, იოუნსიმ შოტლანდიელ მუსიკოს ელისაბედ ფრეიზერთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია Cannibal და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მის მომავალ სოლო ალბომში Shiver იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2 ოქტომბერს გამოიცემა. 

6. ReMission International - TOS2020

უეინ ჰასმა (The Mission), მარტინ გორმა (Depeche Mode), ლოლ ტოლჰერსთმა (The Cure), ენდი რურკმა (The Smiths), კევინ ჰასკინსმა (Bauhaus), გარი ნიუმანმა და სხვა ბრიტანელმა მუსიკოსებმა საქველმოქმედო პროექტის ReMission International ფარგლებში კომპოზიცია TOS2020 გაავრცელეს. 

5. Deftones - Ohms

ამერიკულმა ალტერნატიულმა მეტალ ბენდმა Deftones ახალი კომპოზიცია Ohms და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი ჯგუფის ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც  25 სექტემბერს გამოიცემა.

4. Angel Olsen - Waving, Smiling

ამერიკელმა მუსიკოსმა, ენჯელ ოლსენმა ახალი კომპოზიცია Waving, Smiling გამოუშვა. სინგლი მის ახალ ალბომში Whole New Mess არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 28 აგვისტოს ჩაეშვა. 

3. Cabaret Voltaire - Vasto

ბრიტანულმა პროექტმა Cabaret Voltaire ახალი კომპოზიცია Vasto გაავრცელა. ნამუშევარი ახალ ალბომში Shadow of Fear იქნება წარმოდგენილი, რომელიც 26-წლიანი პაუზის შემდეგ, 20 ნოემბერს გამოიცემა.

2. William Basinski - O, My Daughter, O, My Sorrow

ცნობილმა ამერიკელმა კომპოზიტორმა, უილიამ ბასინსკიმ ახალი კომპოზიცია O, My Daughter, O, My Sorrow გაავრცელა. ჩანაწერი მუსიკოსის მომავალ ალბომში Lamentations იქნება წარმოდგენილი, რომელიც 13 ნოემბერს გამოიცემა.

1. KayaKata - Full Of Wonders

პოპულარულმა ქართულმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ გაერთიანებამ KayaKata ახალი კომპოზიცია Full of Wonders გაავრცელა. ნამუშევრის პროდიუსერი კოლექტივის წევრი SABANADZE გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული