Thumbnail

ახალგაზრდა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიემონტ ჰარპერმა, ფსევდონიმით Saweetie, საკუთარი კომპოზიციის Tap In რემიქსი გამოაქვეყნა. სოუითის ჩანაწერში თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელი, ფოსთ მელოუნი, პოპულარული რეპერი დაბეიბი და მათი ახალბედა კოლეგა, ჯექ ჰარლოუ მონაწილეობენ. ტრეკის ორიგინალი ვერსია კი მისი მომავალი ალბომის Pretty Bitch Music სინგლია.

ნახეთ: Saweetie - Tap In

ნახეთ: Saweetie - Pretty Bitch Freestyle

ნახეთ: Saweetie - My Type

სოუითიმ მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო, 2018 წლის დასაწყისში კი ის ერთ-ერთი მსხვილი ლეიბლის Warner Bros. Records წევრი გახდა. იმავე წლის მარტში დიემონტმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი High Maintenance გაავრცელა, რომლის მთავარი სინგლიც ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Icy Grl გახლავთ. 2019 წელს კალიფორნიელმა მსმენელს მეორე EP სახელწოდებით Icy შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული