Thumbnail

ცნობილმა კალიფორნიელმა არენბი შემსრულებელმა, ტაირონ უილიამსმა, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, მსმენელებს მორიგი კომპოზიცია Expensive და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი წარუდგინა. დასავლელი მუსიკოსის ჩანაწერში მისი პოპულარული ქუინსელი კოლეგა, ნიკი მინაჟი მონაწილეობს. ტრეკი თაი დოლას მომავალი ალბომის Dream House ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: Ty Dolla Sign - Ego Death Ft. Kanye West, FKA Twigs & Skrillex

მოუსმინეთ: Ty Dolla Sign ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას კომპოზიციით გამოეხმაურა

მოუსმინეთ: Warren G - And You Know That Ft. Ty Dolla Sign

თაი დოლა საინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული