Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსის სახლი 6,8 მილიონ დოლარად იყიდება

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლოს ანჯელესის ოლქში, ბევერლი ჰილსზე მდებარე სახლი, რომელშიც 2007-12 წლებში პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი, ქმართან, კევინ ფედერლაინთან დაშორების შემდეგ ცხოვრობდა, 6,8 მილიონ დოლარად იყიდება.

ადვოკატი: ბრიტნი სპირსს აღარ უნდა, მისი ფინანსები მამამისმა მართოს

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა მაიამი ბიჩზე 40 მილიონ დოლარად სახლი იყიდა

2001 წელს აშენებული 700 კვ.მ. ფართობის შენობა სამზარეულოს, სასადილო სივრცეებს, მისაღებ ოთახს, 6 საძინებელს და ამდენივე აბაზანას, სახლის კინოთეატრსა და იზოლირებულ დახურულ აივანს აერთიანებს.

საცხოვრებელი მომღერალმა 2007 წელს 6,75 მილიონ დოლარად შეიძინა, ხუთი წლის შემდეგ კი მხოლოდ 2,125 მილიონად გაყიდა. 2018 წელს შენობა კვლავ დაუბრუნდა უძრავი ქონების გაყიდვის საიტებს - მაშინ მისი ფასი 8,95 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული