Thumbnail

ტეკაში სიქსნაინმა ალბომი TattleTales დააანონსა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელმა რეპერმა, ტეკაში სიქსნაინმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით ახალი ალბომი დააანონსა. შემსრულებელმა, რომელმაც გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა, სტუდიურ ნამუშევარს TattleTales უწოდა, რაც თარგმანში ინფორმატორს აღნიშნავს. ჩანაწერი, რომელიც გაყიდვაში 4 სექტემბერს ჩაეშვება, 13 კომპოზიციას, მათ შორის სინგლებს GOOBA, TROLLZ, PUNANI და YAYA მოიცავს.

ნიკი მინაჟს ტეკაში სიქსნაინთან ტრეკის ჩაწერის გამო კვლავ აკრიტიკებენ

Tekashi 6ix9ine: სასამართლოში ჩემ წინააღმდეგ ლამის ახალი საჩივარი შევიდა

6ix9ine: ონლაინ განგსტერების არ მეშინია, მათ მხოლოდ ვირტუალური მუქარა შეუძლიათ

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა. რეპერი ახლო მომავალში ორი ახალი ალბომის გამოშვებას აპირებს და აქტიურად ავრცელებს ახალ ტრეკებსა და მათზე გადაღებულ კლიპებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული