Thumbnail

გავლენიანმა ჩიკაგოელმა დრილ შემსრულებელმა, ქეით ქოზართმა, ფსევდონიმით Chief Keef, ახალი კომპოზიცია BANG BANG და მასზე გადაღებული კლიპი გამოაქვეყნა. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი მუსიკოსი Mike WiLL Made-It გახლავთ. ჩანაწერი კოლეგების ერთობლივი ალბომის სინგლია.

ნახეთ: რეპერმა Chief Keef კომპოზიციები ორკესტრთან ერთად შეასრულა

ვიდეორგოლში ნაჩვენები პერსონაჟი ვირთხა, რომელიც დაკითხვაზე იმყოფება, რეპერ ტეკაში სიქსნაინს განასახიერებს. როგორც ცნობილია, ჩიკაგოელს ნიუ იორკელ კოლეგასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, რადგან ამ უკანასკნელმა ჩიფ კიფი და მისი ბიძაშვილი Tadoe გამოძიებასთან დაასმინა. ამასთან, სიქსნაინმა გაამხილა, რომ 2018 წლის 2 ივნისს ჩიფ კიფს მისი შეკვეთით ესროლეს.

6ix9ine: რადგან Chief Keef ვერ დაჭრეს, $20,000-ის ნაცვლად $10,000 გადავიხადე

დრილ შემსრულებელმა, რომლის სახელსაც ჰიპ ჰოპის ხსენებული ქვემიმდინარეობის პოპულარიზაცია უკავშირდება, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სადებიუტო სინგლმა I Don't Like მოუტანა, რომელიც 2012 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. რეჩიტატივის სახასიათო, მელოდიური კითხვის წყალობით ჩიკაგოელი არტისტი არაერთი, დღეს უკვე მასზე პოპულარული კოლეგის შთაგონების წყარო გახდა, მათ შორის არიან: Young Thug, 21 Savage, YoungBoy Never Broke Again, Lil Pump, XXXTentacion, Lil Uzi Vert, Juice Wrld და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული