Thumbnail

ახალგაზრდა სამხრეთელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიმიტრი ლესლი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, ახალი კომპოზიცია Too Blessed და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. რეპერის ჩანაწერში პოპულარული ატლანტური გაერთიანების Migos წევრები, Quavo და Takeoff მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი DJ Durel გახლავთ, რომელმაც სახელი სწორედ "მიგოსთან" თანამშრომლობით გაითქვა.

ნახეთ: Rich The Kid ვიდეორგოლს Red აქვეყნებს

ნახეთ: Rich The Kid კლიპს Far From You ავრცელებს

ნახეთ: Migos-მა კომპოზიციაზე Need It კლიპი გადაიღო

მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის ატლანტელს სამი ალბომი აქვს გავრცელებული. მათ შორის სადებიუტო ნამუშევარი გამოირჩევა, რომლის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე ტრეკმა Plug Walk და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული