Thumbnail

Cardi B ჰიტთან WAP დაკავშირებულ კრიტიკას ეხმაურება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-სა და Megan Thee Stallion-ის ჰიტს WAP კომერციულ წარმატებასთან ერთად კრიტიკაც ხვდა წილად. უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა როგორც მასზე გადაღებულ კლიპს, ისე, კომპოზიციის სახელწოდებას (Wet A*s P***y) და ტექსტს. ქარდი კრიტიკოსთა შეფასებებს ავსტრალიურ რადიოშოუში The Kyle & Jackie O ჩართვისას გამოეხმაურა და განმარტა, რა აუდიტორიაზეა გათვლილი მისი ახალი ნამუშევარი.

Cardi B: კარიერაში მქონდა მომენტი, როცა თავი მკვდარი მეგონა

Cardi B-მ ჰიტის WAP წარმატების აღსანიშნავად Megan Thee Stallion-ს საჩუქარი გაუგზავნა

Cardi B-ს და Megan Thee Stallion-ს კლიპის WAP გამო აკრიტიკებენ

"ეს კომპოზიცია ძირითადად კონსერვატიული ღირებულებების მქონე, ანაც მოჩვენებითად რელიგიურ ადამიანებს აღიზიანებს. მე ამ ტიპის მუსიკაზე გავიზარდე, ასე რომ, ის, რაც სხვებს შეიძლება, უცნაურად და ვულგარულად მოეჩვენოთ, ჩემთვის თითქმის სრულებით ნორმალურია. რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი, რომ ეს ჩანაწერი ჩემს შვილს მოესმინა, რადგან ის ზრდასრულებისთვის არის განკუთვნილი", - ამბობს ქარდი.

აღსანიშნავია, რომ კლიპში WAP წარმოდგენილი საცეკვაო მოძრაობების გამეორება TikTok-ის ზოგიერთი მომხმარებლისთვის უიღბლოდ დასრულდა, რის შემდეგაც ქარდიმ თაყვანისმცემლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა:

"გთხოვთ, ამ მოძრაობების შესრულებისას ფრთხილად იყავით", - დაწერა ერთ-ერთი ტრავმირებული თაყვანისმცემლის ფოტოს გაზიარებისას რეპერმა.

კომპოზიციამ WAP, რომელიც ქარდიმ და და მეგანმა 7 აგვისტოს გაავრცელეს, ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. ტრეკზე გადაღებულ ვიდეორგოლში მათთან ერთად მილიარდერი ტელევარსკვლავი, კაილი ჯენერი, ჯგუფ Fifth Harmony-ის წევრი, ნორმანი და ესპანელი პოპვარსკვლავი, როზალია მონაწილეობენ. ტრეკი ქარდის მომავალ, რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Tiger Woods იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული