Thumbnail

მოუსმინეთ: Thundercat კომპოზიციის Dragonball Durag რემიქსს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გრემის მფლობელმა მულტიინსტრუმენტალისტმა და მომღერალმა, სტივენ ბრანერმა, სასცენო სახელით Thundercat, ბოლო ალბომში It Is What It Is შესული კომპოზიციის Dragonball Durag რემიქსი გაავრცელა. ტრეკის ალტერნატიულ ვერსიაში ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი კრისტოფერ სმიტი, ფსევდონიმით Smino და კალიფორნიელი რეპერი Guapdad 4000 მონაწილეობენ.

ნახეთ: Thundercat - Grune the Destroyer Song

რეცენზია: Thundercat - It Is What It Is

სტივენ ბრანერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 4 ალბომს აერთიანებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებული მოწონება 2017 წლის ნამუშევარმა Drunk დაიმსახურა. თანდერქეთი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს, ქენდრიქ ლამართან თანამშრომლობის შემდეგ გაიცნო. მათმა ერთობლივმა კომპოზიციამ These Walls გრემის ჯილდო მოიპოვა. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის, მომღერლისა და პროდიუსერის შემოქმედება ფანკის, არენბის, ჯაზის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული