მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify მსოფლიოში 2020 წლის ყველაზე პოპულარული კომპოზიციები გამოავლინა. სიის სათავეში პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, DaBaby-სა და Roddy Ricch-ის ჰიტი Rockstar მოხვდა, რომლის მოსმენებმაც 1 ივნისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში 380 მილიონს მიაღწია. მას 40 მილიონი სტრიმით ჩამორჩება კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის სიმღერა Blinding Lights. ათეულში აგრეთვე მოხვდნენ ლედი გაგა, არიანა გრანდე, ჰარი სტაილზი და სხვები.
► მუსიკალური ჟანრი, რომლის მოსმენებიც კორონავირუსმა შეამცირა
კომენტარები