Thumbnail

მოუსმინეთ: ნილ იანგმა ბობ დილანის The Times They Are a-Changin' დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა კანადელმა მუსიკოსმა, ნილ იანგმა საკულტო არტისტის, ბობ დილანის კომპოზიციის The Times They Are a-Changin' ქავერ ვერსია გაავრცელა. ნამუშევრის მოსმენა შემსრულებლის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

მოუსმინეთ: ნილ იანგი 1974-75 წლებში ჩაწერილ ალბომს Homegrown აქვეყნებს

The Times They Are a-Changin' ბობ დილანმა 1964 წელს დაწერა. სინგლი მუსიკოსის ამავე სახელწოდების მქონე რიგით მესამე ალბომში შედის. 2004 წელს ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის საუკეთესო 500 კომპოზიციას შორის 59-ე ადგილზე დაასახელა.

ნილ იანგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერაში სამი გრემი აქვს მიღებული. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Harvest Moon, Old Man და Heart Of Gold მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული