Thumbnail

ლიამ გალაჰერი: იოკომ მკითხა, სისულელედ არ გეჩვენება, შვილს რომ ლენონი დაარქვიო?

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილ ბრიტანელ მუსიკოს ლიამ გალაჰერს 1999 წელს პირველი ვაჟი შეეძინა, რომელსაც თავისი საყვარელი არტისტის, ჯონ ლენონის პატივსაცემად ლენონი დაარქვა. გამოცემა Mirror-თან ინტერვიუში ლიამმა გაიხსენა, როგორ მიიღო ეს ამბავი ჯონის ქვრივმა, იოკო ონომ, რომელსაც შვილის დაბადებიდან მალევე ნიუ იორკში შეხვდა.

ლიამ გალაჰერი: ერთხელ ნოელის სახლი კინაღამ გადავწვი

ნახეთ: ლიამ გალაჰერმა გამოუქვეყნებელი სიმღერის Eh La აკუსტიკური ვერსია შეასრულა

ლიამ გალაჰერი: მე და ნოელი უკვე 10 წელია, თვითიზოლაციაში ვართ

"იოკომ მითხრა - გავიგე, შვილისთვის ლენონი დაგირქმევიაო. ვუპასუხე, კი-მეთქი. რატომ? არ გგონია, რომ ეს ცოტა სულელური სახელიაო? არა, სისულელე ისაა, იოკოს რომ დაგარქმევენ - მივუგე. ამის შემდეგ მკითხა, სკოლაში რომ დასცინონო? არა, პირიქით, მუდმივად ყურადღების ცენტრში იქნება-მეთქი, ვუპასუხე", - იხსენებს მუსიკოსი.

ლენონ გალაჰერი

ლიამ გალაჰერი ჯონ ლენონს ხშირად ასახელებს საკუთარი შთაგონების წყაროდ. 2018 წელს გაზეთ Metro-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა:

"მე ჯონ ლენონი მყავს. როცა ვგრძნობ, რომ მჭირდება, მის მუსიკას ვრთავ და შავი ღრუბლებიც იფანტება. თერაპია არაფერში მჭირდება. ლენონია ჩემი წამალი".

ლიამს "ბითლზის" არაერთი კომპოზიცია აქვს დაქავერებული, მათ შორის ჯონ ლენონის მიერ დაწერილი Cry Baby Cry ალბომიდან The White Album.

ლიამ გალაჰერმა 2009 წელს, "ოაზისის" დაშლის შემდეგ, ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. 2019 წელს კი არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Why Me? Why Not. გაავრცელა, რომელმაც ბრიტანეთში ოქროს სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული