Thumbnail

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, Tricky-მ ახალი კომპოზიცია I'm In The Doorway და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში დანიელი არტისტი, ნანა ელანდ ფარბრისიუსი, ფსევდონიმით Oh Land მონაწილეობს. ტრეკი თრიქის რიგით მეთოთხმეტე ალბომში Fall to Pieces იქნება წარმოდგენილი, რომელიც 4 სექტემბერს გამოიცემა.

მოუსმინეთ: Tricky - Thinking Of Ft. Marta

ნახეთ: Tricky - Fall Please Ft. Marta

ტრიპ ჰოპის პიონერმა, ედრიან თოუსმა, სასცენო სახელით Tricky, მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. კარიერის დასაწყისში ის ცნობილ ბრიტანულ ჯგუფთან Massive Attack თანამშრომლობდა, 1995 წელს კი სადებიუტო სოლო ალბომი Maxinquaye გამოსცა. თრიქის ისეთ მუსიკოსებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: Björk, PJ Harvey და სხვები. საქართველოში მან სამჯერ გამართა კონცერტი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული