Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი კოსმეტიკის ბრენდს JLo Beauty ქმნის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა ინსტაგრამის საშუალებით თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელ ბრენდს JLo Beauty აარსებს, რომლის პროდუქციაც ახლო მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

ჯენიფერ ლოპესმა განმარტა, თუ რატომ არ ქმნის დეპრესიულ სიმღერებს

ნახეთ, როგორ აღნიშნა ჯენიფერ ლოპესმა 51-ე დაბადების დღე

"მზის ჩასვლის მშვენიერება - მალე, JLo Beauty", - დაასათაურა 51 წლის მუსიკოსმა საკუთარი ფოტოები.

View this post on Instagram

Sunset glow... #JLoBeauty coming soon

A post shared by Jennifer Lopez (@jlo) on

როგორც გამოცემა People წერს, ჯეილომ სავაჭრო ნიშნის დასარეგისტრირებლად შესაბამის ორგანოს 2019 წლის დეკემბერში მიმართა. გამოცემისვე ცნობით, ბრენდი მომხმარებლებს როგორც კანის მოვლის საშუალებებს, აგრეთვე, მაკიაჟის პროდუქტებს შესთავაზებს.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული