Thumbnail

Beyoncé შვილის, ბლუ აივის მონაწილეობით სიმღერის Brown Skin Girl კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბიონსე ახალგამოშვებული ვიზუალური ალბომიდან Black is King მორიგ კლიპს Brown Skin Girl ავრცელებს. ვიდეორგოლში, ისევე, როგორც ამავე სახელწოდების კომპოზიციაში, მისი გოგონა, 8 წლის ბლუ აივი მონაწილეობს, რომელიც ტრეკის ერთ-ერთი ავტორია. დედა-შვილთან ერთად ჩანაწერში Saint Jhn-სა და Wizkid-საც შეხვდებით.

ნახეთ: Beyoncé კომპოზიციაზე Already გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ნახეთ: რა აჩუქეს ბიონსემ და ჯეი ზიმ ბლუ აივის პირველ დაბადების დღეზე

ალბომის Black is King პრემიერა 31 ივლისს სტრიმინგ სერვისზე Disney+ შედგა. ნამუშევრისთვის ვიზუალური მასალა სამხრეთ აფრიკაში, დასავლეთ აფრიკაში, ბელგიაში, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და ლონდონში გადაიღეს.

სიმღერა 2019 წელს "მეფე ლომის" რიმეიქისთვის ჩაიწერა და ბიონსეს კურატორობით შექმნილ საუნდტრეკების ალბომში The Lion King: The Gift შევიდა. Brown Skin Girl-ის დამსახურებით, ბლუ აივიმ თავისი პირველი მუსიკალური ჯილდოც მიიღო Ashford & Simpson Songwriter's Award-ის დაჯილდოებაზე წლის ჩანაწერის კატეგორიაში.

Beyoncé-ს და Jay-Z-ის 7 წლის შვილმა პირველი მუსიკალური ჯილდო მიიღო

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 24 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული