Thumbnail

დევიდ გილმორის 5 რჩეული კომპოზიცია Pink Floyd-ის შემოქმედებიდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Pink Floyd-ის წევრმა, დევიდ გილმორმა 2006 წელს ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში საკუთარ კარიერასა და კოლექტივში მოღვაწეობაზე ისაუბრა. ინტერვიუს მიმდინარეობისას ჟურნალისტი დაინტერესდა, რომელი კომპოზიციები მოსწონდა არტისტს თავისი ბენდის შემოქმედებიდან და, მისი აზრით, რომელმა ნამუშევრებმა გაუძლეს დროს. "ასეთი ბევრი იყო", - უპასუხა გილმორმა და 5 მათგანი გამოყო.

მოუსმინეთ: დევიდ გილმორმა შვილთან ერთად სიმღერა Yes, I Have Ghosts ჩაწერა

ნახეთ: დევიდ გილმორმა სიდ ბარეტის სოლო კომპოზიციები შეასრულა

Shine On You Crazy Diamond

9 სექციისგან შემდგარი კომპოზიცია 1975 წელს გამოშვებულ კონცეპტუალურ ალბომში Wish You Were Here არის წარმოდგენილი და ჯგუფის ერთ-ერთ დამაარსებელ სიდ ბარეტს ეძღვნება, რომელმაც კოლექტივი 1968 წელს დატოვა.

Comfortably Numb

სიმღერა თავდაპირველად 1979 წელს ბენდის რიგით მეთერთმეტე სტუდიურ ნამუშევარში The Wall შევიდა, მომდევნო წელს კი სინგლის სახით გამოიცა, რომლის ბი-საიდზეც ტრეკი Hey You არის წარმოდგენილი.

High Hopes

"High Hopes ალბომიდან The Division Bell ჩემთვის " პინკ ფლოიდის" ყველა დროის ფავორიტი ნამუშევარია", - აღშნიშნა არტისტმა 1994 წელს გამოშვებული სინგლის შესახებ, რომლის კომპოზიტორი და ტექსტის ერთ-ერთი ავტორიც თავად გახლავთ.

The Great Gig in the Sky

კომპოზიცია ბენდის მერვე ალბომში The Dark Side of the Moon გვხვდება, რომელიც 1973 წელს გამოიცა.

Echoes

23-წუთიანი ტრეკი კოლექტივის მიერ 1971 წელს გავრცელებულ რიგით მეექვსე ალბომში Meddle შედის.

კომენტარები

ბოლოს დამატებული