Thumbnail

მილიონი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში Logic ახალ მიქსტეიპს გამოაქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული მერილენდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რობერტ ბრაისონ ჰოლი, ფსევდონიმით Logic, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მედიაპლატფორმის Hard Knock TV სტუმარი გახლდათ. ჟურნალისტ ნიკ ჰაფ ბარილთან ინტერვიუს მიმდინარეობისას, ლოჯიქმა აღნიშნა, რომ მისი კოლეგების ჰიტების ბითებზე ფრისტაილები აქვს ჩაწერილი, რომლებიც ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. პასუხად ბარილმა მას შესთავაზა, პეტიცია შეექმნა და, მილიონი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, ნამუშევარი გაევრცელებინა. იდეა შემსრულებელმა მოიწონა. პეტიციაზე ხელის მოწერა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი.

მოუსმინეთ: ლოჯიქმა უკანასკნელი ალბომი No Pressure გამოაქვეყნა

ლოჯიქმა განმარტა, რატომ დაასრულა მუსიკალური კარიერა

ლოჯიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო ალბომი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody კი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2020 წლის ივლისში, უკანასკნელი სტუდიური ნამუშევრის No Pressure გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეპერმა მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული