Thumbnail

ნახეთ: სახლი, რომელშიც Pop Smoke მოკლეს, იყიდება

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კალიფორნიის ქალაქ ლოს ანჯელესში, ჰოლივუდ ჰილსზე მდებარე სახლი, რომელშიც ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი ბაშარ ჯექსონი, ფსევდონიმით Pop Smoke, მოკლეს 6 მილიონ აშშ დოლარად იყიდება.

ფოფ სმოუქის მკვლელები შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ

ნახეთ: გარდაცვლილი რეპერის Pop Smoke კომპოზიციაზე Mood Swings კლიპი გადაიღეს

მოუსმინეთ: გარდაცვლილი Pop Smoke-ის სადებიუტო ალბომი გავრცელდა

1979 წელს აშენებული 400კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებს, ცნობილი როკ მუსიკოსის, ჯონ მელენკამპის შვილს, მსახიობ ტედი მელენკამპს და მის ქმარს, ედვინ აროიავეს ეკუთვნით.

სახლი, რომელშიც მიმდინარე წლის 19 თებერვალს, თავდამსხმელები გაძარცვის მიზნით შეიჭრნენ, ფოფ სმოუქმა მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე იქირავა. შინ მყოფ მუსიკოსს ბოროტმოქმედებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. არტისტი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ოთხი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დააკავა.

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული