Thumbnail

მოუსმინეთ: ელა ფიცჯერალდი 1962 წელს ბერლინში სიმღერას Mack the Knife ასრულებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ მომღერლის, ელა ფიცჯერალდის წარმომადგენლებმა მუსიკოსის მიერ 1962 წელს ბერლინში გამართულ კონცერტზე შესრულებული კომპოზიციის Mack the Knife აუდიოჩანაწერი გაავრცელეს. სრული ლაივ ალბომი The Lost Berlin Tapes 2 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

ელა ფიცჯერლადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1934 წელს დაიწყო. გამორჩეული საშემსრულებლო სტილის მქონე ჯაზ მომღერალმა 60-წლიანი კარიერის განმავლობაში 200-ზე მეტი სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა და 40 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 14 გრემის მფლობელი მუსიკოსი სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ლუი არმსტრონგი, დიუკ ელინგტონი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული