Thumbnail

რიანამ თავის "ორეულს" ალბომის გამოშვება სთხოვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი, რიანა TikTok-ის ერთ-ერთ მომხმარებელს, პრისცილა ბეატრისს გამოეხმაურა, რომელმაც სახელი რირისთან გარეგნული მსგავსებით გაითქვა. მუსიკოსმა ინსტაგრამ გვერდის theshaderoom მიერ გავრცელებული ვიდეოს კომენტარებში გოგონას ხუმრობით იმავე კითხვით მიმართა, რასაც თაყვანისმცემლებისგან ყველაზე ხშირად ისმენს:

Rihanna: ჩემი ახალი ალბომი იმედს არ გაგიცრუებთ

► არიანა გრანდე: შეიძლება, რიანას შევძულდე, მაგრამ მის ახალ ალბომს მოუთმენლად ველი

"სად არის ალბომი, დაო?", - დაწერა არტისტმა მისი მომავალი ალბომის R9 ჰეშთეგით.

ვიდეოში პრისცილა ბეატრისი სწორედ ისე გამოიყურება, როგორც მუსიკოსი 2019 წლის British Fashion Awards-ზე.

მუსიკალურ დაჯილდოებაზე არტისტი საკუთარი ბრენდის, Fenty-ს კაბაში იყო გამოწყობილი.

რირის ახალი რეგეი ალბომი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა გაევრცელებინა, თუმცა, ნამუშევარმა დღის სინათლე აქამდე ვერ იხილა. მიმდინარე წლის აპრილში ბარბადოსელმა მოითხოვა, რომ მომავალი ჩანაწერის შესახებ არავის აღარაფერი ეკითხა, რადგან მისი პრიორიტეტი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებების, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული