Thumbnail

ბრიტანელმა დრილ შემსრულებელმა, ირვინგ ედჯიმ, ფსევდონიმით Headie One, ახალი კომპოზიცია Ain't It Different და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში გრაიმ არტისტი, Stormzy და ჰიპ ჰოპ არტისტი AJ Tracey მონაწილეობენ.

ნახეთ: Headie One X Drake - Only You Freestyle

ჰედი უანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. ის ბრიტანეთში პოპულარული მუსიკოსია. ირვინგის დისკოგრაფია 8 მიქსტეიპს აერთიანებს. დრილ შემსრულებელი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის კომერციული ჩანაწერით Music x Road გაიცნო, რომელიც ადგილობრივ ჩარტებში მეხუთე ადგილზე გავიდა. კარიერის განმავლობაში მან თანამედროვე ლოკალური სცენის ორ უდიდეს წარმომადგენელთან, სქეფთასთან და სთორმზისთან, აგრეთვე, კანადელ სუპერვარსკვლავ დრეიქთან თანამშრომლობა მოასწრო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული