Thumbnail

კალიფორნიული ლეიბლი და არტისტების გაერთიანება Internet Money ახალ კომპოზიციას Thrusting ავრცელებს. ჩანაწერში ცნობილი ჰიპ ჰოპ მუსიკოსები Swae Lee და Future მონაწილეობს. სინგლი Internet Money-ის სადებიუტო ალბომში შევა, რომელიც 28 აგვისტოს ჩაეშვება გაყიდვაში.

Internet Money პროდიუსერმა და ხმის რეჟისორმა, დენი სნოდგრასმა, ფსევდონიმით Taz Taylor, ნიკ მირასთან ერთად 2016 წელს შექმნა. მუსიკოსებს სხვადასხვა დროს ისეთ პოპულარულ არტისტებთან უმუშავიათ, როგორებიც არიან: Drake, Juice WRLD, Trippie Redd, Lil Uzi Vert, XXXTENTACION და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული