Thumbnail

ამერიკული ალტერნატიული მეტალ ბენდი Deftones ახალ კომპოზიციას Ohms და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი ჯგუფის ამავე სახელწოდების მქონე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა. მუსიკოსებმა ჩანაწერზე პროდიუსერთან და ხმის ინჟინერთან, ტერი დეითთან ერთად იმუშავეს.

Deftones საკრამენტოში 1988 წელს შეიქმნა. შვიდი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Adrenaline გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 8 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. გრემის მფლობელ ბენდს კარიერის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული