Thumbnail

ნახეთ: The Avalanches-მა კომპოზიციაზე Wherever You Go გადაღებული კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ავსტრალიურმა ჯგუფმა The Avalanches კომპოზიციაზე Wherever You Go კარანტინის პერიოდში გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკში ცნობილი ლონდონელი პროდიუსერი Jamie xx, შვედი მუსიკოსი, ნენე ჩერი და ავსტრალიელი CLYPSO მონაწილეობენ. ვიდეორგოლში აგრეთვე იხილავთ NASA-სა და Singularity University-ს ასტრონომებისგან შემდგარი მუსიკალური ჯგუფის International Space Orchestra წევრებს.

მოუსმინეთ: The Avalanches-მა ჯგუფ DMA's-ის ტრეკის Criminals რემიქსი გაავრცელა

ნახეთ: The Avalanches - Running Red Lights

მოუსმინეთ: The Avalanches - We Will Always Love You Ft. Blood Orange

The Avalanches ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში 1997 წელს შეიქმნა. 2000 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Since I Left You გაავრცელა. 16-წლიანი პაუზის შემდეგ კი მუსიკოსები მსმენელებს რიგით მეორე ალბომით Wildflower დაუბრუნდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული