Thumbnail
ფოტო: Getty Images

შოტლანდიის ბარებსა და რესტორნებში მუსიკის ჩართვა დროებით აიკრძალა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

შოტლანდიის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად ბარებს, რესტორნებსა და მსგავს დაწესებულებებს ახალ შეზღუდვებს უწესებს. როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა, ნიკოლა სტარჯონმა ბრიფინგზე განაცხადა, ამ სივრცეებში მუსიკის გაჟღერება დროებით აიკრძალება, რათა შექმნილი ხმაურის გამო მოსაუბრეებს ხმამაღალი ლაპარაკი და ერთმანეთისკენ გადახრა არ დასჭირდეთ. ამავე მიზეზით ტელევიზორის ჩართვა მხოლოდ დაბალ ხმაზე იქნება შესაძლებელი.

მუსიკალური ჟანრი, რომლის მოსმენებიც კორონავირუსმა შეამცირა

ნახეთ: ჩინეთის ქალაქ უხანში ხალხმრავალი ფესტივალი გაიმართა

"ჩვენ ვიცით, რომ ბარებსა და რესტორნებში კორონავირუსის გადადების მაღალი რისკი არსებობს. რაც უფრო მეტ ასეთ დაწესებულებას სტუმრობთ, მით უფრო იზრდება კოვიდით ინფიცირებისა და მისი გავრცელების შანსი. ადამიანის სოციალური ცხოვრება ჯერჯერობით არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო", - ციტირებს ტელეკომპანია BBC სტარჯონის სიტყვებს.

შოტლანდიის პრემიერმინისტრისვე თქმით, განიხილება შესაძლებლობა, რომ მომავალში ფონური მუსიკის ჩართვა წინასწარგანსაზღვრული დეციბელის შესაბამისად იქნას დაშვებული. ამ იდეას ემხრობიან საკვები ობიექტების მეპატრონეებიც. როგორც ედინბურგის ღამის კლუბის Sneaky Pete's მფლობელმა და ორგანიზაცია Music Venue Trust-ის შოტლანდიის ფილიალის კოორდინატორმა, ნიკ სტიუარტმა გაზეთს Edinburgh Evening News განუცხადა, მუსიკის აკრძალვის ნაცვლად, ხმაურის დასაშვები ნორმა 70 დეციბელით უნდა განისაზღვროს.

"გვესმის, რომ ამ სიტუაციაში ადამიანები მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკის ფონზე არ უნდა ყვიროდნენ, მაგრამ ხელისუფლება კომპრომისზე უნდა წავიდეს. მსგავს აკრძალვას არაფერი ამართლებს. ფონური მუსიკა, ზოგადად მუსიკის აკრძალვაზე უსაფრთხოა. ჩვენ შეგვიძლია, ექსპერტების ჩართულობით, ეს დავამტკიცოთ", - ამბობს ის.

შოტლანდიის ხელისუფლების ცნობით, გასული პარასკევის მონაცემებით, ბარებისა და რესტორნების კლასტერი ვირუსის 198 დადასტურებულ შემთხვევას ითვლიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული