Thumbnail

Tekashi 6ix9ine: სასამართლოში ჩემ წინააღმდეგ ლამის ახალი საჩივარი შევიდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ტეკაში სიქსნაინი ახლახან ლოს ანჯელესს სტუმრობდა. მშობლიურ ქალაქ ნიუ იორკში დაბრუნების შემდეგ, მის სასტუმროსთან მრავალმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის უცნობმა ქალმა, რომელიც შენობიდან გამოსული რეპერის წინ ყველასთვის მოულოდნელად წაიქცა.

Tekashi 6ix9ine: ჩანთაში მილიონი დოლარი მაქვს, გეგონათ, ცხოვრება გამიჭირდებოდა

ნახეთ: Tekashi 6ix9ine-მა ნიუ იორკის ქუჩებში ფული დაარიგა

6ix9ine: ონლაინ განგსტერების არ მეშინია, მათ მხოლოდ ვირტუალური მუქარა შეუძლიათ

"ნიუ იორკის მეფე დაბრუნდა. ქალბატონმა სცადა, რომ დაცემულიყო, რათა სასამართლოში ჩემ წინააღმდეგ საჩივარი შეეტანა", - წერს ტეკაში.

შემსრულებელმა მანამდე კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ ტოვებს ლოს ანჯელესს.

"ლოს ანჯელესის დატოვება არ მინდოდა, თუმცა, მცველები ფიქრობენ, რომ ჩემი უფროსები არიან", - წერს ის პოსტის აღწერაში.

მუსიკოსს შინაპატიმრობის ვადა 1 აგვისტოს ამოეწურა. არტისტს მძიმე დანაშაულების ჩადენის, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულებსა და რეკეტში მონაწილეობის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სასჯელის შესამსუბუქებლად 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, სასამართლომ რეპერს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა. რეპერი ახლო მომავალში ორი ახალი ალბომის გამოშვებას აპირებს და აქტიურად ავრცელებს ახალ ტრეკებსა და მათზე გადაღებულ კლიპებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული